ილია მეორე

ილია II: საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს გაბრწყინება იქნება სულიერი

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს - ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს, როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი.

უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" რომ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ ყველაფრისათვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს.

თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ, მახათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ. პატრიარქის ქადაგებიდან ნაწყვეტს IPN ავრცელებს.

კომენტარები