კორონავირუსი საქართველოში

რეხვიაშვილი: ქვემო ქართლში ვირუსი უკონტროლოდ აღარ ვრცელდება, მატების ერთეული შემთხვევებია

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, თეთრიწყაროში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. მისივე თქმით, სამივე მათგანი სამედიცინო პერსონალია და ისინი საკარანტინო ზონებში იმყოფებოდნენ.

გუბერნატორის თქმით, დროული რეაგირების შედეგად, "ქვემო ქართლში ინფექციის უკონტროლოდ გავრცელება აღარ არის და შემცირებისკენ მიდის გამოვლენის ფაქტები".

"73 მჭიდრო კონტაქტი და მომეტებული რისკის მქონე ადამიანები ჩვენ ორგანიზებულად გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეებში, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, ვთქვათ, რომ  ადგილზე, თეთრიწყაროში გავრცელება არ არის და ეს ერთეული შემთხვევები არის იქ, სადაც რისკი იყო უფრო მაღალი"- თქვა გუბერნატორმა. 

რეხვიაშვილი ამბობს, რომ ბოლნისში რამდენიმე მიმღები ცენტრი გაკეთდება, სადაც რისკჯგუფების შემოწმება მოხდება. 

11 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11- გარდაიცვალა.

კომენტარები