66 წლის ასაკში, ამერიკელი სოულის შემსრულებელი, ბეტი რაითი სიმსივნით გარდაიცვალა.
რაითი 70-იან წლებში ჰიტებით - Clean Up Woman, Tonight is The Night - გამოჩნდა. 50-წლიანი კარიერის განმავლობაში მან 20 სტუდიური ალბომი გამოსცა.
ბეტი რაითმა 1974 წელს მიიღო გრემი სიმღერისთვის - Where Is The Love.