პოლიტიკური დევნა

ბოკერია "ოცნებას": ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების თუ არ გჯერათ, ინაშვილს მაინც დაუჯერეთ

მე მინდა მოვუწოდო, ნახევრად ხუმრობით, ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ივანიშვილის გარემოცვას ყველას - თუ არ სჯერათ ჩვენი, არც ამერიკის საელჩოს განცხადების, (რომელიც ოქრუაშვილის სამარცხვინო ვერდიქტის შემდეგ გააკეთეს, სადაც პირდაპირ წერია, რომ უნდა შეასრულონ შეთანხმება და შეშფოთება გამოთქვეს ამ ვერდიქტის გამო, რომ არ სრულდება შეთანხმება), არც ევროკავშირის ელჩის, არც ევროპარლამენტარების საკვანძო ლიდერების,  არც ამერიკელი სენატორების, არც საქართველოს მეგობრობის ჯგუფის...თუ არავისი არ სჯერათ, ირმა ინაშვილს მაინც დაუჯერონ.

ადამიანი გამოვიდა და თქვა, არ მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე და კონკრეტულ მექანიზმებზე და სახელებზე და გვარებზე იყო საუბარიო. ერთხელ სიმართლე თქვა ამ ადამიანმა და მაშინაც არ უჯერებენ. ერთ სულ და ერთ ხორც არიან ინაშვილთან სხვა საკითხებზე და ამაშიც უნდა დაუჯერონ.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებებს პასუხობს.

კომენტარები