კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულების რიცხვმა მიმდინარე შემთხვევებს გადაუსწრო

Shannon Stapleton/Reuters

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმთელებულების რიცხვმა აღრიცხულ მიმდინარე შემთხვევების რიცხვს გადაუსწრო.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელდა.

11 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში 311 მიმდინარე შემთხვევაა.

კორონავირუსისგან საქართველოში 10 ადამიანი გარდაიცვალა. 

კომენტარები