სპაიკ ლი

სპაიკ ლიმ 3-წუთიანი ფილმი გამოუშვა და ის ნიუ-იორკს მიუძღვნა - ვიდეო

სპაიკ ლიმ 3-წუთიანი ფილმი "New York New York" გამოუშვა და ის ახალი კორონავირუსის დროინდელ ნიუ-იორკს მიუძღვნა.

ფილმში ნიუ-იორკის ცარიელი ქუჩებისა და ადგილების კადრებია გამოყენებული, ასევე ჩანან რიგში მდგომი პირბადიანი ადამიანებიც. 

"ჩემი პატარა ფილმი NEW YORK NEW YORK არის სიყვარულის წერილი ამ ხალხისთვის. უბრალოდ და მარტივად", - წერს რეჟისორი.

ფილმს ფრენკ სინატრას საკულტო სიმღერა "New York, New York" აფორმებს.

კომენტარები