8 მარტის შეთანხმება

გოცირიძე: როგორც სანახევრო ორსულობა, ისე არ არსებობს შეთანხმების სანახევროდ შესრულება

არის ასეთი გამოთქმა, არ არსებობს სანახევრო ორსულობა, ან ხარ, ან არა ხარ. ასე არ არსებობს შეთანხმების სანახევროდ შესრულება, ხელისუფლება ან ასრულებს შეთანხმებას მთლიანად, ან არ ასრულებს და ის პასუხს აგებს ამისათვის საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. 

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ეს არის დანაშაული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იქმნება სერიოზული არასტაბილურობის საფუძველი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები საქართველოს ზურგს აქცევენ. 

ენმ-ის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, შეთანხმება რომ შედგეს, ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შეასრულოს, როგორც პოლიტპატიმრების ნაწილი, ისე საარჩევნო სისტემის ცვლილების.

კომენტარები