ფაშიზმზე გაარჯვების დღე

გახარია: ვისაც ავიწყდება, უნდა გავახსენოთ საქართველოს წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. 75 წელი გავიდა, რაც ამ პატარა ერმა 300 ათასი გმირი შესწირა ამ დიდ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, მაგრამ ჩვენ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, რომ საქართელომ ამხელა მსხვერლი გაიღო. პატარა საქართველოსთვის 300 ათასი ახალგაზრდა ვაჟკაცის დიდი გამარჯვებისთვის, მაგრამ მაინც შეწირვა, დიდი ტრაგედია და დიდი წვლილია. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ და ბევრს, ვისაც ავიწყდება, კიდევ უნდა გავახსენოთ, რამხელა ღვაწლი და წვლილი შეიტანა საქართველომ, ქართველების სიცოცხლით, ამ დიდ გამარჯვებაში.

ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება უნდა იყოს. ამიტომ, პირველ რიგში, ვულოცავ მათ - სახელმწიფო გააგრძელებს მათზე ზრუნვას.

პრემიერმა, გიორგი გახარიამ, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

კომენტარები