ელექტრონული ტენდერი

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

დედაქალაქის მერია წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. პროექტზე წინადადების მიღების ვადა 9 მაისიდან დაიწყება და 14 მაისამდე გაგრძელდება. 

ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო დაფინანსების წყარო თბილისის ბიუჯეტია, ხარჯის ნაწილი წლევანდელი ბიუჯეტიდან, ხოლო მეორე ნაწილი - 2021 წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. 

პროექტის შესრულების ვადა წერილობითი დავალების მიცემიდან 6 თვეა. ცნობისთვის, თბილისში, უკვე თითქმის ერთი წელია, მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირის და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა.

კომენტარები