King of State Island

ახალი კომედიის KING OF STATE ISLAND თრეილერი გამოვიდა

Flicks

ახალი კომედიის King of State Island თრეილერი გამოვიდა. 

ფილმი "40 წლის ვაჟიშვილის" რეჟისორმა ჯად აპატოუმ გადაიღო. სურათში მთავარ როლებს სტენდაპ კომიკოსები პიტ დევიდსონი და ბილ ბარი ასრულებენ.

სურათის მთავარი გმირი თავქარიანი ახალგაზრდა სკოტია, რომელსაც 11 სექტემბრის ტერაქტში მამის გარდაცვალების შემდეგ ახალი ცხოვრების დაწყება უჭირს.

სიუჟეტის ნაწილი თავად პიტ დევიდსონის ცხოვრებას ეფუძნება, მისი გმირის მსგავსად დევიდსონის მამა, პროფესიით მეხანძრე, 11 სექტემბერს დაიღუპა.

კომენტარები