საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 288

STR/AFP via Getty Images

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 13 პაციენტი განიკურნა. ვირუსული ინფექციისგან ჯამში 288 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში, 8 მაისის დილის მონაცემებით, COVID 19 კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი 623-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 9 ადამიანი.

საკარანტინო რეჟიმში 4 723 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 446 ადამიანი რჩება.

კომენტარები