ვაქცინა

გამყრელიძე: ანტივაქსერებმა ვერ დაძლიეს საღი აზრი - ვაქცინა მედიცინის აღმოჩენათა სამეულშია

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, კაცობრიობას ვაქცინაზე უკეთესი წამალი, ასე ვთქვათ, რომელიც იცავს ადამიანის სიცოცხლეს, ჯერ არ გამოუგონია.

ვაქცინებმა გადაარჩინა მილიონობით და ასეულმილიონობით ადამიანის სიცოცხლე. თქვენ წარმოგიდგენიათ, ახლა რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობდეს. ცოფი ხომ 100%-ით სასიკვდილო დაავადებაა, რომ არ არსებობდეს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა. წითელა 90-იან წლებში ყოველწლიურად 500 ათას ბავშვს კლავდა, 5 წლამდე ბავშვს. ეს რიცხვი 100 ათასამდე შემცირდა, ვაქცინის გამო. თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიომელიტი კლავდა ყოველწლიურად 300 და 400 ათასამდე ადამიანს და ასახიჩრებდა, ანუ უნარშეზღუდულს ხდიდა კიდევ 100 ათასობით ადამიანს. ახლა მხოლოდ სამ ქვეყანაშია ეს დაავადება დარჩენილი და ეს ყველაფერი გააკეთა სავალდებულო აცრამ. ყვავილი, რომელიც მილიონობით ადამიანს კლავდა, აღარ არსებობს, ეს ვაქცინამ გააკეთა.

მე ვიცი ეს ანტივაქსერული მოძრაობა, გლობალური მოძრაობაა, დიდი. არიან ამის მიმდევრები საქართველოში, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ მოძრაობამ ვერ დაძლია ის საღი, სამედიცინო აზრი და მიდგომა, რომ ვაქცინა შედის მედიცინის ყველაზე დიდ აღმოჩენათა პირველ სამეულში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსის ეთერში

კომენტარები