უცნაური ამბები

უცნაური ამბების მეოთხე სეზონი ჰოპერის წარსულს შეეხება

Diply

ლივერპულში გამართული კომიკ-კონის ფარგლებში უცნაური ამბების ვარსკვლავმა, შერიფ ჰოპერის როლის შემსრულებელმ დევიდ ჰარბორმა ახალი სეზონის სიუჟეტის დეტალებზე ისაუბრა.

მსახიობის თქმით მეოთხე სეზონში მაყურებელი მისი გმირის წარსულს გაეცნობა. 

"სულმოუთქმელად ველოდები ჩემი პერსონაჟის სიუჟეტური ხაზის გახსნას. ამის შესახებ გადაღებების პირველივე დღიდან ვიცოდი, როგორც იქნა ყველაფერს ფარდა აეხდება,"-ამბობს მსახიობი.

პერსონაჟის წარსულის შესახებ მინიშნებები პირველად მეორე სეზონში გამოჩნდა, როდესაც ილევენმა(მილი ბობი ბრაუნის პერსონაჟი) ჰარპერის სახლში ყუთები წარწერებით - "ვიეტნამი", "მამა", "ნიუ-იორკი" იპოვა.

კომენტარები