კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: რეანიმაციული პაციენტი გადავიდა პალატაში და განაგრძობს თერაპიულ მკურნალობას

ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ დროისთვის, 84 პაციენტი მკურნალობს. მათგან 68-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი. 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

სოლოღაშვილის თქმით, ახალი პაციენტები არ ჰყავთ, ხოლო რაც შეეხება 1 რეანიმაციულ პაციენტს, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და თერაპიულ მკურნალობას პალატაში განაგრძობს. 

მისივე თქმით, 9 პაციენტი რჩება საყურადღებო. დამაკმაყოფილებელია არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც შეეხება ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებულ ინფიცირებულ მედპერსონალს, სოლოღაშვილის ინფორმაციით, ისინი განაგრძობენ მკურნალობას და მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. 

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები