საპატრიარქო

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: ვინმეს როგორ შევარჩენ ამას, რომ პატრიარქს შეაგინოს

ახალქალაქის, კუმუდოს და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, ის პატრიარქისთვის შეგინებას არავის არ შეარჩენს.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "ტვ პირველის" ეთერში მეუფე პეტრეს ის განცხადება გაიხსენა, სადაც მან კათალიკოს-პატრიარქი "პედარასტიასა და მამათმავლურ ცოდვაში" დაადანაშაულა და თქვა, რომ მაშინ იქ რომ ყოფილიყო, აუცილებლად იმოქმედებდა გინების საწინააღმდეგოდ.

"ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ეპისკოსი გავხდი, თორე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი და შეგინებისთვის პასუხი რა არის, თქვენც გეცოდინებათ ახლა. ქუჩაში, ქუჩაში ადამიანი რომ შეგაგინებს, იმას არაფერზე აღარ უნდა ელაპარაკო, ერთადერთი მოქმედებაა ამის საწინააღდმეგო.

კიდევ კარგი იქ არ ვიყავი, აუცილებლად გავაკეთებდი ამას, აი, აუცილებლად. თან ვაპირებდი გასვლას, სინოდს ვთხოვე, რომ რაღაცას იტყვის-მეთქი ეს ადამიანი. მე სინოდს ვთხოვე, რომ მეც გავალ და ვიქნები-მეთქი იქ. არ გამიშვეს კიდევ კარგი, პატრიარქმა არ გამომიშვა. ეს ისეთი რამეა რა, ვინმეს როგორ შევარჩენ ამას, რომ პატრიარქს შეაგინოს. ეს იყო პირველი შოკი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ამ ადამიანისგან ამ საქციელს", - თქვა მან.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა.

კომენტარები