Freedom House-ის ანგარიში

სერგი კაპანაძე: Freedom House-ის ანგარიში ხელისუფლებისთვის განაჩენია

ტაბულა

"პირდაპირ არის განაჩენი ხელისუფლებისთვის", - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე Freedom House-ის ანგარიშს, სადაც საქართველოს რეიტინგი გაუარესებულია და ქვეყანა შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი.  

სერგი კაპანაძის თქმით, ანგარიშში საუბარია იმაზე, "თუ რა არის დღეს საქართველოს ხელისუფლება" და მისი ქმედებები ადეკვატურადაა შეფასებული.

"ხელისუფლება, რომელიც უტევს ოპოზიციას, რომელმაც ხელში ჩაიგდო სასამართლო და იყენებს მას პოლიტიკური მიზნებისთვის, იყენებს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს და მათ მიერ განვითარებულ მესიჯბოქს - ამ ყველაფერში Freedom House-მა ამხილა საქართველოს ხელისუფლება. პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ. რასაც აკეთებს, ფასდება სწორედ ასე ადეკვატურად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ", - ამბობს კაპანაძე. 

Freedom House-ის დემოკრატიის რეიტინგის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია. მას 61 ქულა აქვს მინიჭებული. გასულ წელს 63 ქულა ჰქონდა. 

2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს და რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიამ გაუმჯობესება აჩვენა 2012-2013 წლებში, როცა ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, თუმცა, ბოლო წლებში უკუსვლა შეინიშნება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ოლიგარქის გავლენა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია-გარემოზე, სასამართლოზე, კანონის უზენაესობა კი პოლიტიზაციით არის ძირგამოთხრილი. სამოქალაქო თავისუფლება არათანმიმდევრულად არის დაცული.

კომენტარები