Freedom House-ის ანგარიში

Freedom House: სასამართლოების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევა არსებითი პრობლემაა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House 2019 წლის ანგარიშში საქართველოში კანონის უზენაესობასა და ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

ორგანიზაცია წერს, რომ მიუხედავად მიმდინარე სასამართლო რეფორმისა, სასამართლოებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩარევა არსებითი პრობლემაა, ისევე, როგორც გამჭვირვალობის და პროფესიონალიზმის ნაკლებობა სასამართლო საქმეების ირგვლივ.

"საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომელიც ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს. მოსამართლეებს პარლამენტი ამტკიცებს. სასამართლო თვითმმართველობის ორგანო ირჩევს საბჭოს წევრების უმრავლესობას. 2018 წლის დეკემბერში საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები დაასახელა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ამტკიცებდა, რომ პროცესი გაუმჭვირვალე იყო, მოსამართლეები კი - არაკეთილსინდისერი რეპუტაციით სარგებლობდნენ. იმავე თვის ბოლოს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა და მოსამართლეების შერჩევის ნაჩქარევი და მიუღებელი პროცესი გააპროტესტა. დავა 2019 წელსაც გაგრძელდა. საბოლოოდ, დეკემბერში პარლამენტმა მხარი დაუჭირა 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას უზენაეს სასამართლოში. კენჭისყრის პროცესში ოპოზიცია არ მონაწილეობდა. ევროსაბჭოს დამკვირვებლებმა და სხვა ინსტიტუტებმა დანიშვნები გააპროტესტეს. მათი დასკვნით, კანდიდატებმა იურიდიული ცოდნის და მათი დანიშვნის მიუკერძოებლობის დადასტურება ვერ შეძლეს", - წერს ორგანიზაცია.

Freedom House ასევე ანიშნავს, რომ 2019 წლის დეკემბერში პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ მეოთხე ტალღა დაამტკიცა. ის წინა კანონმდებლობის გაუმჯობესებას წარმოადგენს კონკრეტულ საკითხებში, მაგალითად, მოსამართლეთა დისციპლინარული საქმისწარმოების კუთხით, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კანონმდებლებს ასევე მოუწოდეს, ცვლილებები სხვა ხარვეზების აღმოსაფხვრელადაც განახორციელონ.

ორგანიზაცია მიუთითებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, როცა ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა, რომ არ შესრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე, ისაუბრა ადმინისტრაციულ შეფერხებებზე სასამართლო პროცედურების დროს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე, დაკავებისა და დაკითხვის დროს პირის ძირითადი უფლებების დარღვევებსა და დაკავებისას ადვოკატთან ზარის განხორციელებაზე უარის თქმაზე.

Freedom House კანონის უზენაესობის თავში ხაზს უსვამს უფლებათა დარღვევებზე დაკავების დროს.

"ადამიანის უფლებათა დამცველები და სახალხო დამცველი აგრძელებენ შეშფოთების გამოხატვას ფიზიკურ ძალადობაზე დაკავების დროს და პოლიციის წინასწარი დაკავების საკანში, ასევე, საუბრობდნენ დამოუკიდებელი სისტემის არარსებობაზე პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში დამოუკიდებელი სისტემის არარსებობაზე. 2018 წელს შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც პოლიციელთა მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს იძიებს, მაგრამ ის არ არის პროკურატურისგან დამოუკიდებელი. ადამიანის უფლებათა დამცველები სწორედ ამ ნაკლოვანებას აკრიტიკებენ. სახელმწიფო ინსპექტორი 2019 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. საპატიმროებში ძალადობა და უხეში მოპყრობა პრობლემად რჩება" - წერია ანგარიშში.

ორგანიზაციას არც ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დარღვევა დარჩენია ყურადღების მიღმა.

2014 წელს მირებული ანტიდისკრიმინაციული კანონი უზრუნველყოფს ფაქტორის, მათ შორის რასის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტურობის საფუძველზე დისკრიმინაციისგან დაცვას, მაგრამ იგი არათანაბრად ხორციელდება. სხვა პრობლემებთან ერთად, ქალები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები განიცდიან დისკრიმინაციას დასაქმების მხრივ. ლგბტქ+ ადამიანები ასევე განიცდიან სოციალურ დისკრიმინაციას განიცდიან და ზოგჯერ სერიოზული ძალადობის სამიზნეები არიან.

კომენტარები