ელონ მასკს და მის შეყვარებულს, მუსიკოსს გრაიმსს, პირველი შვილი შეეძინათ - ბიჭს სახელად X Æ A-12 დაარქვეს.
გრაიმსმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შვილის სახელი განმარტა.
"X - უცნობი ცვლადია
Æ - ელფურად დაწერილი AI(სიყვარული ან/და ხელოვნური ინტელექტი)
A-12 - SR-17-ის წინაპარი(ჩვენი საყვარელი თვითმფრინავი).
არანაირი იარაღი, არანაირი თავდაცვა, მხოლოდ სიჩქარე. ძლიერი ბრძოლაში, მაგრამ არაძალადობრივი. გარდა ამისა A=Archangel(ჩემი საყვარელი სიმღერა)."