კორონავირუსი საქართველოში

გახარია: 5 მაისიდან გავცემთ ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო კომპანიებმა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ხვალიდან, 5 მაისიდან, გასცემენ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებული არის სამშენებლო მასალების წარმოებით.

"ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით არის დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას", - ამბობს გახარია.

გახარია ასევე აღნიშნავს, რომ სპეციალური გუნდი გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებებს. გახარია კომპანიებს მოუწოდებს კომპანიებს, პასუხიმგებლობით მოეპყრნონ მათ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

კომენტარები