კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: ინფექციურ საავადმყოფოს ხვალ 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კლინიკას ხვალ, 4 მაისს, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 4 პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ ენდელაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა. 

თბილისის ინფექიურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 56 პაციენტი მკურნალობს. ენდელაძის ინფორმაციით, მათგან 6 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ მძიმე პნევმონია აქვთ. კლინიკაში ერთი ინფიცირებული კრიტიკულ მდგომარებაშია. 

"ეს ქალბატონი გახლავთ ასაკოვანი, რომელსაც აქვს თანმხლები დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია, რომელიც ამ დაავადების დროს საკმაოდ რთული პროგნოზის მაჩვენებელია", - უთხრა ენდელაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს. 

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ქვეყანაში 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები