Boss Bitch Fight Challenge

ახალ ჩელენჯში Boss Bitch Fight Challenge ათობით მსახიობი ქალი ჩაერთო

Niente Popcorn

ამერიკელმა მსახიობმა და კასკადიორმა, ზოუი ბელმა ახალი ჩელენჯი Boss Bitch Fight Challenge წამოიწყო. 

პროექტში მონაწილეობა მარგო რობიმ, სკარლეტ იოჰანსონმა, კამერონ დიასმა, ჰოლი ბერიმ, ფლორენს პიუმ, როზარიო დოუსონმა და ათობით სხვა ქალმა მსახიობმა მიიღო.

ვიდეოში ვირტუალური დარტყმა კადრიდან კადრში სხვადასხვა ილეთებითა და ორიგინალური ხერხით გადადის.

ზოუი ბელმა სახელი კვენტინ ტარანტინოს ფილმებში შესრულებული ტრიუკებით გაითქვა. მოკალი ბილის გადაღებებზე იგი უმა თურმანის კასკადიორი იყო.

კომენტარები