შსს

ზუგდიდში, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დროს ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

მთავარი არხი

ზუგდიდში, სავარაუდოდ, ე.წ კომენდანტის საათის დროს ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. მაღაზია გატეხილია და დიდი რაოდენობით ტექნიკაა წაღებული.

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

მაღაზიის მეპატრონეები ტელეკომპანია მთავართან საუბრისას ამბობენ, რომ მათი მაღაზიის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებისგან გაიგეს. მათივე თქმით, ქურდობა ე.წ კომენდანტის საათის დროს მოხდა. 

"50 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები წაიღეს. არცერთი აღარაა დარჩენილი. რაც შეეხება შიგნით საწყობს, ჯერ არ ვიცით, იქიდან რა წაიღეს, არ შევსულვართ", - ამბობს მაღაზიის მეპატრონე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობას და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

კომენტარები