საქართველოში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 582 გახდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელდა 207 და გარდაიცვალა 7 ადამიანი.
საკარანტინო რეჟიმში 5025 პირი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 540.





