განზრახ მკვლელობის მცდელობა

არასრულწლოვანი ძმების განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ძმების მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, დ.რ. - ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

შემთხვევა 2019 წლის 9 აგვისტოს, თბილისში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვან ძმებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სახლიდან წაღებული ორლულიანი სანადირო თოფიდან, მოკვლის განზრახვით, დამიზნებით, ერთ ძმას, დ.ჩ.- ს კისრის არეში ესროლა, ხოლო მეორე ძმას, ე.ჩ.-ს, თავში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა მიაყენა. 

დ.რ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანის მიმარჩ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები