ფემიციდი

კაცს, რომელმაც სოფელ ყარაჯალაში ცოლი მოკლა, 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

thedailybeast.com

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცს, რომელმაც გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ცოლი განსაკუთრებულის სისასტიკით მოკლა, 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში 2020 წლის 15 თებერვალს მოხდა. კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილისა და დის თანდასწრებით ყელისა და სხულის სხვადასხვა არეში ცივი იარაღით დაჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. კაცმა დაზიანებები მიაყენა ცოლის დასაც. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცავებმა ტ.მ 2020 წლის 16 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ", და "ე" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა.

კომენტარები