ახალი კორონავირუსი კორეაში

სამხრეთ კორეაში COVID 19-ის შიდა გადაცემის შემთხვევები აღარ არის

Reuters

სამხრეთ კორეაში COVID 19-ის გადაცემის შიდა შემთხვევები აღარ არის.

30 აპრილის მდგომარეობით, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები არ ვლინდება. ინფორმაცია კორეის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა.

KCDC-ის განცხადებით, კორეაში კოვიდ-ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ოთხივე მათგანი იმპორტირებული შემთხვევაა.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 10 756 ფაქტი გამოვლინდა, დაიღუპა 247 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 9 059. სულ იმპორტირებული შემთხვევა იყო 1 065, თუმცა, მათი 90% კორეელი იყო.

ახალი კორონავირუსის გადაცემის შემთხვევები არც 15 აპრილს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილა. მიღებული იყო უსაფრთხოების ზომები, უბნებზე ამომრჩევლები ვალდებულები იყვნენ, ეტარებინათ ნიღბები და ხელთათმანები.

ჯანდაცვის მინისტრმა, იუნ ტაე ჰომ თქვა, რომ 15 აპრილის არჩევნებში მონაწილეობა 15-მა მილიონმა მოქალაქემ მიიღო, თუმცა, საინკუბაციო პერიოდში - 14 დღეში გადაცემის 1 შემთხვევაც არ გამოვლენილა.

მან მადლობა გადაუხადა საარჩევნო უბნების თანამშრომლებს და ამომრჩევლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც იცავდნენ დეზინფექციის და ჰიგიენის წესებს, ასევე, 1-მეტრიან დისტანციას.

კომენტარები