ცოლ-ქმარი, რომელიც 63 წელი ერთად იყო, კორონავირუსით ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა

BBC.co.uk

ცოლ-ქმარი, რომელიც 63 წლის განმავლობაში ერთად იყო, ახალი კორონავირუსით ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა.

90 წლის ბილ დარტნელი მისი ცოლის, 81 წლის მერი დარტნელის სიკვდილიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

მათი შვილის, როზმერის თქმით, დედის გარდაცვალების შემდეგ, მამამ უარი თქვა ჟანგბადის სასუნთქ აპარატზე. მისი თქმით, მამამისს არ უნდოდა სიცოცხლე ცოლის გარეშე.

წყვილი საუთჰემპტონში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. თავდაპირველად, საავადმყოფოში მერი დარტნელი გადაიყვანეს და ახალი კორონავირუსი დაუდგინეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ბილ დარტნელს ინსულტი ჰქონდა და კლინიკაში მას Covid-19-იც დაუდასტურდა.

"ისინი ერთი გუნდი იყვნენ. ცხოვრება არ იყო მათთვის ყოველთვის კარგი, მაგრამ ყველაფერი ერთად გაიარეს და ერთადაც დაგვტოვეს.

საშინელებაა, როდესაც მშობლებს კარგავ. თუმცა, იყო მათგან განცალკევებული და ცხოვრების ბოლო წუთების განმავლობაში მათი ხელების დაჭერა არ შეგეძლოს, ასევე ძალიან ძნელია", - თქვა როზმერი დარტნელმა.

კომენტარები