კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ყველა კლინიკაში, ვისაც პნევმონია დაუდასტურდება, იკვლევენ კორონავირუსზე

ვისი გამოკვლევაც საჭირო იყო, იმათ ყველას იკვლევდნენ [ახალ კორონავირუსზე]. ამას დაემატა ახლა ისიც, რომ ყველა კლინიკაში, არამარტო ცხელების ცენტრებში, ყველას, ვისაც პნევმონია დაუდასტურდება და ყველას, ვისაც ტემპერატურის მატება აქვს, თუნდაც სხვა მიზეზით, იკვლევენ კორონავირუსზე. საქართველოს ყველა რეგიონის ნებისმიერ კლინიკაში მოხვედრილ პაციენტს

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში "პოლიტმეტრი" ისაუბრა. აქამდე პნევმონიის მქონე პირები არ იყვნენ შეყვანილები ალგორითმში, რომლის მიხედვითაც ხდება იმის დადგენა, ვის ჩაუტარებენ ტესტს ახალ კორონავირუსზე

კომენტარები