კორონავირუსი საქართველოში

თეთრიწყაროში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 23-მდე გაიზარდა

რუსთავი2

თეთრიწყაროში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 23-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია კიდევ ერთი კაცი, რომელიც სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრია.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ქორიძის თქმით, კაცი ბოლო დღეების განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მისი კონტაქტები მოძიებულია. 

"PCR ტექნოლოგიით აიღეს 170 ადამიანზე სინჯი, აქედან მოვიდა 27-ის პასუხი, საიდანაც ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. დანარჩენ პასუხებს ველოდებით დღის მეორე ნახევარში "- ამბობს გიორგი ქორიძე. 

26 აპრილიდან, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოექცა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც თეთრიწყაროში კორონავირუსით დაინფიცირების 19 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 15 - სამედიცინო პერსონალი იყო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები