კორონავირუსი საქართველოში

გოფოძე: დღეიდან კორონავირუსზე ჟურნალისტების გატესტვას ვიწყებთ

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის ინფორმაციით, დღეიდან, 29 აპრილიდან, ჟურნალისტებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

"გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჟურნალისტების გატესტვას დავიწყებდით. დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, ეს სწრაფი ტესტია და საეჭვო შემთხევევაში გადავალთ PCR ტესტებზე ჟურნალისტებთან მიმართებაში. 

ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდება. ამ მიზნობრივი ჯგუფების მოცვით მნიშვნელოვნად შეგვიძლია შევამციროთ ინფექციის გავრცელების რისკები", - თქვა გოფოძემ. 

გუშინ, 28 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ კორონავირუსზე გაფართოებულ ტესტირებაში ჩაერთვებიან მოხუცთა თავშესაფრები და შშმ პირთა პანსიონატები. ასევე, პროტოკოლის მიხედვით, მაღალ რისკ ჯგუფად განიხილებიან სასულიერო პირები, მთავრობის წევრები, სამედიცინო პერსონალი, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლები და ა.შ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები