პროკურატურა

მოგებული ავტომობილიდან წილის გამოძალვისთვის დაკავებულ ოთხ პირს 4.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოგებული ავტომობილიდან წილის გამოძალვისთვის დაკავებულ ოთხ პირს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები -  "თეთრონი", "ჩინა", "ბუთა" და დ.ჯ. 2019 წლის 28 ივლისს დააკავეს. ისინი ს.ტ. - სგან "კრისტალ ბეთის" გათამაშებაში მოგებული ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოდან წილს - $10 000-ს მოითხოვდნენ.

უწყების ცნობით, ისინი ს.ტ.-ს ფიზიკური ანგარიშწორებით, ოჯახის წევრების მიმართ ძალადობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდნენ.  

სამ მათგანს ბრალი 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად გამოძალვას გულისხმობს. ხოლო მეოთხეს - 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც ჯგუფურად გამოძალვაში დახმარებას გულისხმობს. 

კომენტარები