SNL

ენტონი ფაუჩი ბრედ პიტზე: ვფიქრობ, საქმე მშვენივრად შეასრულა

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი, თვლის, რომ ბრედ პიტმა მისი როლი მშვენივრად შეასრულა.

ბრედ პიტმა SNL-ში ენტონი ფაუჩის როლი მოირგო და დონალდ ტრამპის გამოსვლებს უპასუხა.

"ვფიქრობ, მშვენივრად გაართვა თავი. მე ბრედ პიტის დიდი ფანი ვარ. ეს არის მიზეზი, რატომაც ვთქვი, რომ გამიხარდებოდა თუ ჩემს როლს ბრედ პიტი შეასრულებდა. ის ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი მსახიობია. მან საქმე მშვენივრად შეასრულა", - თქვა 79 წლის ენტონი ფაუჩიმ.

თვის დასაწყისში, CNN-ის "New Day"-ის წამყვანმა, ალისინ კამეროტამ, ენტონი ფაუჩის კითხა, რომელ მსახიობს აირჩევდა მისი როლის შესასრულებლად, ბენ სტილერს თუ ბრედ პიტს.

"რა თქმა უნდა, ბრედ პიტს", - უპასუხა მაშინ ფაუჩიმ.

რამდენიმე კვირის შემდეგ გავრცელდა SNL-ის ჩანაწერი, სადაც სწორედ ბრედ პიტს აქვს მორგებული ენტონი ფაუჩის როლი.

.

კომენტარები