კორონავირუსი საქართველოში

წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

წყალტუბოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. 62 წლის კაცი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კაცის ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა კარანტინში გადაიყვანეს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი რუსთავი 2-თან ამბობს, რომ ეპიდკვლევა ღამით დაიწყო. კაცს 10-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და ისინი იდენტიფიცირებულები არიან. მისივე თქმით, სიმპტომების მქონე პირებს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდებათ.

"რაც შეეხება უშუალოდ ოჯახის წევრების კონტაქტს. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას"- ამბობს გოჩა გიორგაძე.  

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 511 ფაქტია დადასტურებული, მათგან 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები