ლარის გაუფასურება

$20 მილიონის გაყიდვის მიუხედავად ლარი დოლართან გაუფასურდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 27 აპრილის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 0.17 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან - 2.39 თეთრი.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 3.2044 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.4790 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

დღეს, 27 აპრილს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. როგორც უწყებაში ამბობენ, მიმდინარე წლის განმავლობაში სავალუტო ინტერვენციებს უფრო აქტიურად განახორციელებენ.

კომენტარები