Parks and Recreation

Parks and Recreation: სპეციალური ეპიზოდის თრეილერი გამოვიდა

Coming Soon

ტელეარხი NBC სიტკომის Parks and Recreation სპეციალურ ეპიზოდს გამოუშვებს. ქსელში მომავალი სერიის თრეილერი გამოჩნდა.

ნახევარსაათიანი სერია თვითიზოლაციის თემას შეეხება. მთავარ გმირებს კომუნიკაცია დისტანციურ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად ექნებათ.

სპეციალურ ეპიზოდში მონაწილეობა მსახიობებმა ემი პოლერმა, კრის პრატმა, ნიკ ოფერმანმა, ობრი პლაზუმ, რაშიდა ჯონსმა, აზის ანსარიმ, ადამ სკოტმა და რობ ლოუმ მიიღეს.

ტრანსლაციიდან შემოსულ თანხას NBC საქველმოქმედო ორგანიზაციას Feeding America გადაურიცხავს, რომელიც კორონავირუსით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება.

 

კომენტარები