ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი და პროდიუსერი ქანიე ვესტი მილიარდელი გახდა.
ოფიციალურ ინფორმაციას გამომცემლობა Forbes ავრცელებს. მომღერლის ქონება 1.3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
თავად ჰიპ-ჰოპ არტისტის განცხადებით გამომცემლობა ცდება და მისი ქონება 3.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ვესტს ქონების ძირითადი ნაწილი მუსიკალური ალბომების, აგრეთვე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ხაზის გაყიდვებიდან აქვს.