კორონავირუსი საქართველოში

რესპუბლიკურის დირექტორი: რაც მეტ ადამიანს გავტესტავთ, მით უფრო შევაჩერებთ შიდა გავრცელებას

მე ვთვლი, რომ ასეც უნდა იყოს - რაც შეიძლება, მეტ ადამიანს უნდა გაუკეთდეს ტესტირება თუ არის შესაძლებლობა. მოგეხსენებათ, ეს დიდი მატერიალურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული და რაც მთავარია, ამ პოლიტიკას განსაზღვრავს NCDC, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ მოსახლეობის რა ნაწილს და ვის გაუკეთდეს აგრესიული ტესტირება. მე ვთვლი, რომ რაც უფრო მეტის კონტროლის საშუალება გვექნება, მით უფრო ავიცილებთ თავიდან დაავადების შიდა გავრცელებას.

ახლა რომ არ არის სრულიად საკმარისი, ეს იქიდანაც ჩანს, რომ საუბარია კიდევ უფრო გაფართოებაზე, ანუ თვითონ ჩვენი ინფექციის კონტროლის სამსახურიც თვლის, რომ უფრო მეტი კვლევაა საჭირო. ჩემი შეფასება ამ ნაწილში მაინცდამაინც კომპეტენტური არ იქნება, იმიტომ, რომ მე მთლიან ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ისე დეტალურად არ ვიცნობ. ამას უფრო დეტალურად იცნობს, ფლობს და არეგულირებს ჩვენი NCDC. ასე რომ უნდა დავუჯეროთ მათ, რასაც გვეტყვიან. პირადად ჩემი აზრი კი ასეთია - რაც უფრო მეტად შევძლებთ საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლს, ვთქვათ, კლასტერებს, ჯგუფებს თუ როგორც გვინდა, მით უფრო შევაჩერებთ შიდა გავრცელებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე აგრესიულ ტესტირებაზე.

კომენტარები