კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია აგრესიულ ტესტირებაზე: სიტყვა "აგრესია" არ მიყვარს, ჩემგან შორს არის ეს ტერმინი

აგრესიული ტესტირება სულ სხვა მეთოდია, მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული დიდი მოცულობით ტესტირება - სხვა. არასდროს არავინ ამბობს, რომ ეს არ არის საჭირო, ამას ვაკეთებთ ჩვენ. მიზნობრივი, გაფართოებული ტესტირება ჩატარდა იქ ზუსტად, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება, შეფასდეს, როგორც აგრესიული. მე საერთოდ ეს სიტყვა არ მიყვარს, სიმართლე გითხრათ, სიტყვა აგრესია არ მიყვარს არც სამედიცინო ტერმინოლოგიაში და არც არსად, ჩემგან შორს არის ეს ტერმინი.

მე გითხარით, რომ მიუხედავად ასეთი მრავლობითი და აგრესიული ტესტირებისა, ასეთი დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას რომ 25 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდება, ეს არის ძალიან ცოტა, ეს არის დიდი ბედნიერება, ეს არის მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული თქვენთვის საყვარელი სიტყვა - აგრესიული ტესტირება. ასეთ შემთხვევაში რომ მხოლოდ 25 დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა გამარჯვებულია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

კომენტარები