საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია ინფიცირების 486 შემთხვევა. მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
486 პაციენტიდან 149 COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ქვეყანაში 6 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4 833 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.
საქართველოში კორონავირუსის გამო 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებებიც და დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.
როგორ მოიხსნება შეზღუდვები - მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წაიკითხეთ აქ.





