საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით სტატისტიკას აქვეყნებს. NCDC-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43 წელია. მაქსიმალური - 87, მინიმალური კი 2.
სტატისტიკის მიხედვით,კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ქალებსა და კაცებში თანაბარია. ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება 11 504 პირს ჩაუტარდა. ყველაზე მეტი, 897 ტესტი, 24 აპრილსაა ჩატარებული.

ფოტო: NCDC
NCDC-ს სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევებიდან ასიმპტომური პაციენტთა 9% იყო.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ქვეყანაში 6 პაციენტი გარდაიცვალა.





