კორონავირუსი საქართველოში

გახარია: დახმარება შეეხებათ ადამიანებსაც, რომლებიც კომპანიამ უხელფასო შვებულებაში გაუშვა

ტაბულა

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფო 6 თვსი განმავლობაში 200 ლარით იმ ადამიანებსაც დაეხმარება, რომლებიც კომპანიამ ეხელფასო შვებულებაში გაუშვა.

"ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, ფორმალური დასაქმების ნაწილში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაწილში არამხოლოდ საქართველო, მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე. ამიტომ ჩვენი დახმარების ხასიათიც არის 6-თვიანი, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ დახმარებას მდგრადი ხასიათი მივცეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო პოპულისტურად გამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ ვეხმარებით ერთჯერადად ამდენით. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება იყოს მდგრადი, ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, საუკეთესო გამოცდილება.

ეს არის იმ აუცილებელის მინიმუმი, რომელიც დღეს ქვეყანას შეუძლია და ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობის და თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ის მწირი რესურსი, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ იმისთვის, რომ სოციალური დახმარების სახით გავცეთ, პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად და სამართლიანად, ეს არის ჩვენი მიდგომა და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად სოციალურად მგრძნობირე ყველა ფენა მოგვეცვა, რა მიზანსაც იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ", - თქვა გახარიამ. 

დღეს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, მომდევნო ექვსი თვის მანძილზე მთავრობისგან თვეში 200 ლარიან დახმარებას, ჯამში 1200 ლარს მიიღებენ. 

ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით 350 ათასი მოქალაქე შეძლებს, რაც პრემიერის თქმით, ბიუჯეტს 460 მილიონი ლარი დაუჯდება. 

კომენტარები