კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: დღეს, სავარაუდოდ, 15 პაციენტი დატოვებს კლინიკას

რადიო თავისუფლება

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, 15 პაციენტი დღეს, სავარაუდოდ, კლინიკას დატოვებს.

რატიანის ინფორმაციით, დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან 13 პაციენტის განმეორებითი ანალიზის პასუხს ელოდებიან. მისი თქმით, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დღეს 15 პაციენტი დაწესებულებას დატოვებს.

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 104 პაციენტი, აქედან ვირუსი აქვს 86 ადამიანს. დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ 17 უარყოფითი ტესტის პასუხი. 13 პაციენტის განმეორებით პასუხებს ველოდებით და ალბათ 15 პაციენტი, რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. რეანიმაციული პაციენტი გვყავს 8", - თქვა რატიანმა. 

მისი თქმით, კლინიკაში 3 კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა 2 კრიტიკული პაციენტი რჩება. 

საქართველოში კორონავირუსის 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 114 გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.

კომენტარები