კორონავირუსი საქართველოში

ბათუმში კორონავირუსისგან 78 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

რადიო თავისუფლება

ბათუმის კლინიკა "მედალფას" მენეჯერის, ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკა 78 წლის ქალმა დატოვა. ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. 

მისივე თქმით, გუშინ, 23 აპრილს, "მედალფა" ექთანმაც დატოვა, რომელსაც COVID-19-ით ინფიცირება აღარ უდასტურდება. 

ანთაძის თქმით, ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ერთის მდგომარეობა კი საყურაღებოა, რადგან თანმხლები დაავადება აქვს.

"ერთი პაციენტი საყურადღებოა, რადგან თან ახლავს თანმხლები დაავადება და მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, არის საყურადღებო",-თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით ქვეყანაში 5 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები