კრიმინალი

ზუგდიდში კომენდანტის საათის დროს მამაკაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

flickr.com

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შედეგადაც ერთ-ერთს გულმკერდისა და კისრის არეში ბასრი საგნით ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები