კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში - 431

საქართველოში კორონავირუისთ ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია 431 შემთხვევა. მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

საქართველოში COVID-19-ისგან 114 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5 პაციენტი. 

კარანტინის რეჟიმში 5 126 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578. 

კორონავირუსის გამო, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

კომენტარები