კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ინფიცირებულია 20-მდე ექიმი და შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი, ჯარში არ დაფიქსირებულა

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით 20-მდე ექიმია ინფიცირებული. ასევე, COVID-19 დაუდასტურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს. 

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯარში არ დაფიქსირებულა. 

"არის რამდენიმე შინაგანს საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდათ - მათი რიცხვი დღეს ოცამდეა. ეს გარკვეულწილად იყო მოსალოდნელიც, რის გამოც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება. ზოგადად, სიტუაცია ამ ჯგუფებში არის კონტროლირებადი", - ტქვა ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ჯგუფებში უსაფრთხოების ზომებისა და ნორმების დანერგვაზე მუშაობს და ამ ადამიანებს ტრენინგები უტარდებათ. 

"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად, უსიმპტომოდ აქვთ დაავადება გადატანილი. ეს ასევე ყურადსაღები და ჩვენთვის სამომავლოდ გასათვალისწინებელია", - თქვა მან. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირები 420 შემთხვევაა დადასტურებული. 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 5 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები