Westworld

Westworld-ს მეოთხე სეზონი ექნება

Variety

ტელეარხმა HBO სერიალი Westworld ოფიციალურად კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა. 

ახალ სერიებზე პროექტის უცვლელი შოურანერები ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი იმუშავებენ.

ეპიზოდების რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. პირველი და მეორე სეზონები 10 სერიისგან, ხოლო მესამე სეზონი 8 სერიისგან შედგებოდა.

შემქმნელების განცხადებით ველური დასავლეთის სამყაროს სულ ექვსი სეზონი ექნება. 

Westworld-ის პირველი სეზონი 2016 წელს გამოვიდა.

კომენტარები