კორონავირუსი საქართველოში

მთავრობა: სამანქანო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მიტანის სერვისზე არ ვრცელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ტაბულას განუცხადეს, რომ საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მიტანის სერვისებზე არ ვრცელდება. 

მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ აკრძალვის შესახებ ინფორმაცია მიტანის სხვადასხვა სერვისმა არასწორად აღიქვა და მათთვის ავტომობილებით სარგებლობა დაშვებულია. 

საავტომობილო გადაადგილებაზე აკრძალვის შესახებ ინფორმაცია დღეს სხვადასხვა მიტანის სერვისებმა გაავრცელეს. კომპანიების თქმით, საავტომობილო გადაადგილებაზე 27 აპრილამდე დაწესებული შეზღუდვების გამო, მანქანით მოსარგებლე კურიერები ვეღარ მუშაობდნენ, რის გამოც, შეკვეთების დიდ ნაწილს ვერ ახორციელებდნენ. 

მომხდარს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოეხმაურა ერთ-ერთი კომპანია. მისი განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად დაზუსტდა, რომ შეზღუდვა მათ არ ეხებათ. 

მთავრობის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია მიტანის სხვა სერვისები. 

კომენტარები