ირანი

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ გამოაცხადა, რომ პირველი სამხედრო სატელიტი წარმატებით გაუშვეს

AFP

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის პირველი სამხედრო სატელიტი ორბიტაზე წარმატებით გაუშვეს.

"ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიამ ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველი სატელიტი წარმატებით გაუშვა ორბიტაზე." გამოაცხადეს სახელწმიფო ტელევიზიაში. სატელიტს "ნური" ("სინათლე") უწოდეს. ის დედამიწის ორბიტაზე, 425 კილომეტრის სიმაღლეზე იმოძრავებს.

აღსანიშნავია, რომ ორი თვის წინ ირანმა კიდევ ერთი სატელიტის გაშვება სცადა, თუმცა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მაშინ ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სატელიტს სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა. "ზაფარის" ("გამარჯვება") გაშვება წარუმატებლად თებერვალში, ისლამური რევოლუციის 41 წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე სცადეს.

აშშ-ს მიაჩნია, რომ ირანის სატელიტური პროგრამა მხოლოდ საფარია, რომელსაც რაკეტების განვითარებისათვის იყენებენ.

კომენტარები