დუეინ ჯონსონი

დუეინ ჯონსონი HBO-ს სერიალზე იმუშავებს

Online World of Wrestling

ყოფილი რესლერი და მსახიობი დუეინ ჯონსონი HBO-ს ახალ სერიალზე იმუშავებს.

მომავალი სერიალის მთავარი გმირი პორტის მუშაა, რომელიც თავისუფალ დროს რესლინგით არის დაკავებული. მოყვარული რესლერი საკუთარი სახლის ეზოში რინგს ხსნის. პროექტის სამუშაო სახელია Tre Cnt.  

ჯონსონი პროექტის ერთ-ერთი სცენარისტი იქნება. შემქმნელების აზრით ლეგენდარული რესლერის გამოცდილება შოუს ავთენტურობას შესძენს. 

შეასრულებს თუ არა ჯონსონი როლს მომავალ პროექტში, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები